Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე პოლოციელები დახოცეს


ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, სულ მცირე 24 ეგვიპტელი პოლიციელი მოკლეს. უშიშროების სამსახურის ოფიცრის თანახმად, პოლიციელებს ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ ორშაბათს დილით, რაფაის მახლობლად, ღაზის სექტორის საზღვართან. შეიარაღებულმა ჯგუფებმა, სინაის ნახევარკუნძულზე, თავდასხმები გაახშირეს სამ ივლისს პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ჩამოგდების შემდეგ. კვირას კაიროს გარეუბანში დაუზუსტებელ ვითარებაში დაიხოცა 36 პატიმარი. „მუსლიმთა საძმო“, რომელიც მურსის უჭერს მხარს, აცხადებს, რომ პატიმრები ადამიანებით გავსებულ პოლიციის ავტომანქანაში გაიგუდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მძევლად იქნა აყვანილი ერთი პოლიციელი, რის შემდეგაც მანქანაში ცრემლმდენი გაზის ყუმბარა შეაგდეს. ამას მოჰყვა პატიმრების სიკვდილი. ბოლო კვირის შემდეგ მურსის მომხრეებსა და უშიშროების სამსახურს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე, 830 ადამიანი დაიხოცა. ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი, რომელიც საპატიმროშია, შეიძლება ამ კვირაში გაათავისუფლონ. ცნობით, მუბარაქს სასამრთლომ კორუპციის ბრალდება მოუხსნა. მუბარაქის ვექილის თანახმად, ის მოელის კლიენტის ორ დღეში განვისუფლებას. ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ ეგვიპტის გარშემო. ორშაბათს მათი წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საგანგებო შევედრას ამზადებენ.
XS
SM
MD
LG