Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვიმისა და მეწყრების გამო ვითარება კვლავ რთულია გურიის რეგიონში


ვითარება კვლავ რთულია გურიის რეგიონში, სადაც რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ არაერთი სოფელი დატბორა და მეწყერი გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დღეს მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის რაიონის სოფლებში ნატანებსა და წვერმაღალაში, სადაც 6-სულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. სერიოზულად დაზარალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. სტიქიის გამო გურიის რეგიონში მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ სამაშველო სამსახურები. ვითარება კვლავ მძიმეა საკურორტო დაბა ურეკში, რომლის წყალგამტარმა სისტემამ ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც დაბის ერთი ნაწილი დაიტბორა და მეწყრული პროცესები წარმოიშვა. გურიაში იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. მისი განცხადებით, დაზარალებული მუნიციპალიტეტები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ. ამასთან, ნარმანიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ახლავე დაიწყოს მუშაობა წყალგამტარი სისტემის რეკონსტრუქციისა და სხვა პრევენციული ზომების მისაღებად.
XS
SM
MD
LG