Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლებამ გაანთავისუფლა ოპოზიციონერი ტაჯიკი ჟურნალისტი


საქართველოს ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაანთავისუფლა ცნობილი ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დოდოჯონ ატოლულოევი, რომელიც სამშაბათს თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ატოლულოევმა, იგი გაანთავისუფლეს რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ და ამჟამად უკან დაბრუნდა გერმანიაში, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული. ატოლულოევი ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩავიდა საქართველოში, სადაც უთხრეს, რომ იძებნება ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ, რომელიც ჟურნალისტს ექსტრემიზმსა და ტერორიზმში სდებს ბრალს. პარიზში მოქმედმა ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა ტაჯიკეთის ხელისუფლების მოთხოვნას და საქართველო ხელისუფლებას ჟურნალისტის განთავისუფლებისაკენ მოუწოდა. ატოლულოევმა პრეზიდენტ ემომალი რახმონოვისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციებით გაითქვა სახელი.
XS
SM
MD
LG