Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელთა მკვლელობისათვის ამერიკელ ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


ამერიკის შეერთებული შტატების ნაფიც მსაჯულთა სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ამერიკელ ჯარისკაცს, რობერტ ბეილსს 16 ავღანელი სამოქალაქო პირის დახოცვისათვის. ექვს წევრისაგან შემდგარმა სამხედრო კოლეგიამ ასეთი ვერდიქტი გამოიტანა პარასკევს, დაახლოებით ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ ვაშინგტონის შტატში მდებარე ლუის მაკგორდის გაერთიანებულ ბაზაზე. მანამდე ამერიკელმა ჯარისკაცმა რობერტ ბეილსმა ბოდიში მოიხადა ავღანეთში 16 სამოქალაქო პირის დახოცვისათვის. 39 წლის ბეილსმა განაცხადა, რომ „გულწრფელად წუხს“ და თანაუგრძნობს ადამიანებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს 2012 წლის მარტში, ყანდაარის პროვინციაში მომხდარი ინციდენტისას. ივნისში ბეილსმა თავი დამნაშავედ ცნო, რათა თავიდან აეცილებინა სასიკვდილო განაჩენი.
XS
SM
MD
LG