Accessibility links

logo-print

ჩინეთში წარსულში გავლენიან პარტიულ ფუნქციონერს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება


ჩინეთში დასრულდა კომუნისტური ელიტის წარსულში გავლენიანი წარმომადგენლის, ბო სილაის სასამართლო პროცესი. კორუფციისა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებებით დამნაშავედ ცნობით შემთხვევაში, მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. ბო სილაი ყველა ბრალდებას უარყოფს, მათ შორის ბრალდებას, რომ კორუფციული გარიგებების შედეგად, 4,3 მილიონი დოლარი მიითვისა. ბო სილაი კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრობის კანდიდატად განიხილებოდა. მის კარიერას ბოლო მოეღო 2011 წელს ჩინეთში ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობის შემდეგ. მკვლელობაში ბო სილაის ცოლი სცნეს დამნაშავედ.
XS
SM
MD
LG