Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კალანდაძემ სასამართლოში უჩივლა თეა წულუკიანსა და ირაკლი ალასანიას


საქართველოს იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა. გენერალი გიორგი კალანდაძე თეა წულუკიანისა და ირაკლი ალასანიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს. კალანდაძის განცხადებით, მინისტრები სასამართლოზე ზეგავლენას ცდილობდნენ და ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, რომ მან 500 ათასი ლარი მიითვისა და სამეგრელოს რეგიონში მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა. გენერალი კალანდაძე პროკურატურამ შარშან დაადანაშაულა უფლებამოსილების გადამეტებასა და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, 2013 წლის ზაფხულში კი სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.
XS
SM
MD
LG