Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ ექსპერტთა ჯგუფი ტაო-კლარჯეთს ეწვევა


ქართველ ექსპერტთა ჯგუფი დღეს ტაო-კლარჯეთს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის მინისტრ ომერ ჩელიკისა და გურამ ოდიშარიას მოლაპარაკების საფუძველზე, ქართველ ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი 27-28 აგვისტოს იშხანზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობა. ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ნიკო ზაზუნიშვილი და ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე უხელმძღვანელებს. კოლეგები პროექტის შემდგომი ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო ტექნიკურ-კონსტრუქციულ ვარიანტებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG