Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო "ჰერეთი" მაუწყებლობას ერთი დღით შეწყვეტს


რადიო "ჰერეთის" თანამშრომლები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან დღეს, 15.00 საათზე მდუმარე აქციას გამართავენ. მათი განცხადებით, ამ ფორმით ისინი კომისიის იმ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია არა - "ჰერეთს", არამედ "ენერჯი გრუპს" გადაეცა. რადიო "ჰერეთი" დღეს, 12:00 საათიდან, პროტესტის ნიშნად ერთი დღით მაუწყებლობასაც შეაჩერებს. "მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად სწორედ "ჰერეთის" მიერ წარდგენილ კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი, ამიტომ კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ჰერეთის" თანამშომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა", - აცხადებენ რადიოს თანამშრომლები.
XS
SM
MD
LG