Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიაზეა წარდგენილი


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიაზეა წარდგენილი ბელორუს უფლებადამცველთან, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ალეს ბელიაცკისა და ჩინეთის უფლებათა დაცვის ქსელთან ერთად. ისინი 27 კანდიდატიდან შეარჩია ჟიურიმ, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ჟან კლოდ მინიონი ხელმძღვანელობს. ვაცლავ ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად უფლებადამცველთათვის 60 ათას ევროიანი პრემია წელს მარტში დააწესეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პრაღის ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკამ და ფონდმა “ქარტია 77”-მა. პრემიის ლაურეატს ჟიური 29 სექტემბერს შეარჩევს, მისი ვინაობა კი ოფიციალურად 30 სექტემბერს, სტრასბურგში გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG