Accessibility links

მოკლეს ინგუშეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე


რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მოკლეს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ახმედ კოტიევს სამშაბათს დაესხნენ თავს, როცა ის თავისი მანქანით მგზავრობდა სოფელ ნიჟნიე აჩალუკისთან. სროლისას მოკლეს ასევე კოტიევის მძღოლი. არ არის ცხადი, ვინ არის მკვლელობის უკან. ინგუშეთის მმართველმა, იუნუს-ბეკ იევკუროვმა განაცხადა, რომ თავდასხმა უკავშირდება კოტიევის საქმიანობას, რომლის მიზანი ამბოხისთვის ბოლოს მოღებაა რეგიონში.
XS
SM
MD
LG