Accessibility links

გათავისუფლებულია სოფელ ჭელაში დაკავებული ყველა პირი


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში 26 აგვისტოს, მინარეთის დემონტაჟით გამოწვეული დაპირისპირებისას დაკავებული 21-ვე პირი პირი თავისუფალია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამი პირი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სასამართლო პროცესი ოქტომბერში გაიმართება. რაც შეეხება დანარჩენების გათავისუფლებას, ექვსს ადმინსტრაციული სასჯელი შეეფარდა, ხოლო დანარჩენები უდანაშაულოდ ცნეს. სამშაბათს ახალციხესა და ჭელაში გაიმართა ადგილობრივი მუსლიმების საპროტესტო აქცია დაკავებულების გათავისუფლების, ისევე როგორც ჭელაში მინარეთის აღმართვის მოთხოვნით. ახალციხეში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, მაია იველაშვილის ცნობით, მუსლიმებს მხარდაჭერა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგი სხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებმაც. ხულოს მუფთმა მორწმუნეებს მოუწოდა ოთხშაბათს, დილის 10 საათისათვის ბათუმის მეჩეთში ლოცვისაკენ და განაცხადა, რომ ლოცვის შემდეგ იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG