Accessibility links

ბან კი-მუნი: სირიაში გაეროს ექსპერტებს მეტი დრო სჭირდებათ


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს ექსპერტებს, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას იძიებენ, მეტი დრო უნდა მიეცეთ თავიანთი საქმის გასაკეთებლად. ბან კი-მუნის ეს, ჰააგაში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება მოჰყვა გაეროს ექსპერტების ჩასვლას დამასკის გარეუბანში, სადაც, ოპოზიციონერი აქტივისტები როგორც ირწმუნებიან, 21 აგვისტოს ასობით ადამიანი დაიღუპა მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შედეგად. ამასობაში, სულ უფრო მეტი განცხადება მიანიშნებს, რომ დასავლეთის ქვეყნები სირიაში შესაძლოა, სამხედრო ოპერაციისათვის ემზადებოდნენ, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხოდ. შეერთებული შტატები და მისი ზოგი ევროპელი მოკავშირე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს აკისრებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას. დამასკი ბრალდებას უარყოფს. რუსეთი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ სამხედრო ინტერვენციამ შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
XS
SM
MD
LG