Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს მოქალაქეს


რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე შუქრან მამედოვი დამნაშავედ ცნო ჩრდილოეთ კავკასიაში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების წევრობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მამედოვი 1999 წელს ჩაერთო დაღესტანში ისლამურ ამბოხებაში და 2010 წელს გარკვეული დრო დაჰყო ავღანეთში, სადაც ის ისლამისტმა ექსტრემისტებმა გაწვრთნეს.
XS
SM
MD
LG