Accessibility links

შვედეთში პრესტიჟული სკოლა დაიხურა წამების ფაქტების გამოვლენის შემდეგ


შვედეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა, სადაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მოსწავლე ორ თანასკოლელს აწამებდა და უთოთი წვავდა. როგორც ირკვევა, ეს არ იყო ლუნდბერგის სკოლაში წამების პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტები იქ 2011 წელსაც დაფიქსირდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თავად საგანმანათლებლო დაწესებულება კი ნახევარი წლით დაიკეტა.
XS
SM
MD
LG