Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭელაში მინარეთის აღდგენას ეწინააღმდეგებიან


ახალციხეში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილენი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენას ეწინააღმდეგებიან. მანამდე ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ბათუმში აქციებს მართავდნენ მუსლიმი მოქალაქეები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ და მის აღდგენას მოითხოვდნენ. შემოსავლების სამსახურმა დემონტაჟი საბაჟო წესების დარღვევით ახსნა და განაცხადა, რომ შესაბამისი პროცდურის შემდეგ მინარეთს ადგილზე თავად დააბრუნებდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მინარეთს სოფელ ჭელაში დღეს საღამოს ჩაიტანენ, წუხელ ბათუმში შეკრებილ მუსლიმ მრევლს გააცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დილიდან საპროტესტო აქცია დაიწყო მართლმადიდებელი მრევლის 300-მდე წარმომადგენელმა, რომლებმაც გარკვეული ხნით ახალციხის ავტომაგისტრალიც გადაკეტეს. ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოში მინარეთების გახსნის საკითხი რეფერენდუმით გადაწყდეს.
XS
SM
MD
LG