Accessibility links

logo-print

უჩა ნანუაშვილის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სიმართლე ჯერ კიდევ დაუდგენელია


პანკისის ხეობაში იმყოფება საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც ერთი წლის წინ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული და დუისში დაკრძალული პირების ნათესავებს და უხუცესთა საბჭოს წევრებს ხვდება. მანამდე უჩა ნანუაშვილი იმყოფებოდა მცხეთის რაიონში, სადაც შარშანდელი ოპერაციისას მოკლურლი სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახის წევრებს შეხვდა. სახალხო დამცველის განცხადებით, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მოხდა ერთი წლის წინ ლაფანყურში და შსს-ს მიერ იქ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო სულ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება. ნანუაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, შეკითხვები კვლავ პასუხგაუცემელია და სიმართლე ჯერ კიდევ დაუდგენელია. ”ამიტომ უნდა შეიქმნას სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია, რომელიც თავს მოუყრის ყველა ფაქტს და ინფორმაციას” - განაცხადა სახალხო დამცველმა. ერთი წლის წინ საქართველოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩრდილოკავკასიელთა დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა 5 ადამიანი, მათი გათავისუფლების შემდეგ დაწყებული სპეცოპერაციისას კი დაიღუპა დაჯგუფების 11 წევრი და შსს-ს 3 თანამშრომელი.
XS
SM
MD
LG