Accessibility links

logo-print

სალომე ზურაბიშვილს ცესკომ უარი უთხრა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე


სალომე ზურაბიშვილს და მის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა საქართველოს ცესკომ. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ზურაბიშვილი კი საქართველოს გარდა საფრანგეთის მოქალაქეობასაც ფლობს. თავად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკანონოა და ხვალ დილით სასამართლოში გაასაჩივრებს.
XS
SM
MD
LG