Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი ევრაზიული კავშირით შესაძლო დაინტერესებას არ გამორიცხავს


“რუსეთის აგენტობის ბრალდება თურმე, უკვე მომეხსნა” - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი თანაშემწის მეშვეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ შეუთვალა, რომ რუსეთის თემაზე მასთან პრეტენზიები აღარ აქვს, რისთვისაც საპასუხოდ მადლობა გადასცა. ამავე პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს დაუსვეს შეკითხვა ევრაზიული კავშირით საქართველოს შესაძლო დაინტერესების შესახებ. ”ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა, მაგრამ ამ ეტაპზე პოზიცია არ გვაქვს ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG