Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: ვიძლევი გარანტიას, რომ ხელისუფლება იქნება არაკორუმპირებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდებს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს და გამოირიცხოს ადმინისტრაციული და სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, მაგრამ მთავარი იქნება საზოგადოების აქტიურობა, გააზრებული ქმედება და გონიერება. შეკითხვას, რომ საზოგადოების ნაწილი ნინო ბურჯანაძეს ალტერნატიულ სახელისუფლებო კანდიდატად განიხილავს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველ კოალიციას პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს, ”არავითარი თამაში არ არსებობს” და ის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პრემიერის პოსტზე მის შემცვლელს, ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული კანდიდატები არ დაუსახელებია, თუმცა უარყო, რომ მათ შორის შესაძლოა, ბიზნესმენი ლევან ვასაძე იყოს. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, სიმართლეს არ შეესაბამება მისი ოპონენტების მოსაზრება, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში წასვლით პასუხისმგებლობას გაურბის. ”ვიძლევი გარანტიას, რომ ხელისუფლება იქნება არაკორუმპირებული და ვიტოვებ პასუხისმგებლობას, რომ ეს იქნება ევროპული ტიპის ხელისუფლება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
XS
SM
MD
LG