Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო


რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში 5 სექტემბერს მუშაობა დაიწყო დიდი ოცეულის, მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ლიდერების სამიტმა. შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს ეკონომიკის 90 პროცენტის მფლობელი სახელმწიფოების მეთაურები, იმედოვნებენ ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობის, საბანკო გამჭვირვალობის და გადასახადებისთვის თავის აციდლებასთან ბრძოლის შესახებ შეთანხმებების მიღწევას. სამიტს გახნისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გამოთქვა წინადადება, სირიის გარშემო იმსჯელონ დღეს, საღამოს ვახშამზე. ზოგიერთმა მონაწილემ მთხოვა, თქვა მან, გვემსჯელა იმ თემებზეც, რომლებიც არ არის ჩვენ გეგმაში, მაგრამ მწვავე და მნიშვნელოვანი თემებია, კერძოდ სირია. გთავაზობთ, ამაზე ვახშმისას ვილაპარაკოთ, მიმართა პუტინმა სამიტის მონაწილეებს. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, რომელიც შვედეთიდან ჩაფრინდა პეტერბურში, მოელიან, გამოიყენებს სამიტს, სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო, მის დასასჯელად სამხედრო ოპერაციის ჩატარების განხილვისათვის. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ყოველგვარი სამხედრო ოპერაცია აგრესია იქნება. ობამა და ვლადიმირ პუტინი, ერთმანეთს არ შეხვდებიან. ობამამ გააუქმა ვიზიტი მოსკოვში, რომელსაც დიდხანს მოელოდნენ და რომელიც ჩაიშალა, რუსეთის მიერ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელმაც საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, დროებითი თავშესაფრის მიცემის გამო. ობამა რუსეთში ყოფნისას შეხვდება უფლებადაცვის აქტივისტებს საერთაშორისო კრიტიკის ფონზე რუსეთის კანონის მიმართ, რომელიც ჰომოსექსუალურ პროპაგანდას კრძალავს.
XS
SM
MD
LG