Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კანონმდებლები დღეს შეუდგებიან სირიაში სამხედრო ოპერაციაზე მსჯელობას


დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი ოფიციალურად შეუდგებიან სირიაში „შეზღუდული“ სამხედრო ოპერაციის განხორციელების საკითხზე მსჯელობას. ჯერჯერობით არ არის ნათელი - ექნება, თუ არა საკითხს საკმარისი მხარდაჭერა კანონმდებლებს შორის. აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ „საღ აზრს“ ეფუძნება პოზიცია, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი, სავარაუდოდ, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობაა. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა დენის მაკდონაჰიუმ კი აღიარა, რომ აშშ-ს არ გააჩნია „მყარი, უტყუარი მტკიცებულება“ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
XS
SM
MD
LG