Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ და კოსოვომ რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს


სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებმა, ივიცა დაჩიჩმა და ჰაშიმ ტაჩიმ მიაღწიეს შეთანხმებებს ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში. შეთანხმებები დადასტურდა კვირას ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც დაჩიჩთან და ტაიჩსთან ერთად ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი მონაწილეობდა. შედეგად, კოსოვო შეიტანს განაცხადს სამციფრიანი საერთაშორისო სატელეფონო კოდის (სავარაუდოდ +383) მისაღებად. ხოლო სერბიამ გაინაღდა კოსოვოში თავისი მობილური ოპერატორების მოქმედების გაგრძელება. ამას გარდა, ჩრდილოეთ კოსოვოში, ვალაჩის ელექტროსადგურზე დასაქმებულ პირებს არ მოეთხოვებათ ეთნიკური ალბანელების მთავრობასთან კონტრაქტების გაფორმება. კოსოვოსთან შეთანხმებების დადებას სერბიისაგან ითხოვენ ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე.
XS
SM
MD
LG