Accessibility links

ეგვიპტეში აფეთქებებმა, სულ ცოტა, ექვსი ჯარისკაცი შეიწირა


ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულზე, სულ ცოტა, ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, დაიჭრა კიდევ ათი სამხედრო და შვიდი სამოქალაქო პირი. აფეთქებები დღეს მოხდა ქალაქ რაფაში, რომელიც ღაზის სექტორს ესაზღვრება. ზოგი წყაროს ცნობით, აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს. თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც, სულ ცოტა, ცხრა სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს სინაზე გასულ კვირაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისას. რეგიონს დიდი ხანია, თავს აფარებენ ისლამისტი ექსტრემისტები.
XS
SM
MD
LG