Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მხარს უჭერს სირიის შესახებ ათობით ქვეყნის ერთობლივ განცხადებას


საქართველო მხარს უჭერს ათობით ქვეყნის ერთობლივ განცხადებას სირიის საკითხზე. განცხადებაში, რომელიც აშშ-ის თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, დაგმობილია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველო დღეს ოფიციალურად მიუერთდა განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარმოადგინეს შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის5 სამხრეთ კორეის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, თურქეთის, ბრიტანეთის ლიდერებმა. ამასობაში, უკვე 30-ს გადააჭარბა განცხადების მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვმა. როგორც დავით ზალკალიანი განმარტავს: "ამ განცხადებას მხარს უჭერს მსოფლიოს 33 ქვეყანა და ამ ქვეყნების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. განცხადება მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის სამშვიდობო ინიციატივებისადმი მხარდაჭერას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და რომ აუცილებელია, ის მცდელობები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა მიმართავს ქიმიური იარაღის აკრძალვაზე, იყოს მხარდაჭერილი და ბუნებრივია, ამ ინიციატივას ჩვენც ვუერთდებით. ამ განცხადებაში არანაირ სამხედრო მოქმედებაზე საუბარი არ არის“.
XS
SM
MD
LG