Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ სირიის ქიმიური შეიარაღების კონტროლის პრინციპებზე


აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ სირიის ქიმიური შეიარაღების კონტროლის პრინციპებზე. თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შაბათს ჟენევაში განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, დამასკმა ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს თავისი ქიმიური იარაღის მარაგის სრული სია. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ექსპერტებმა ერთობლივად შეაფასეს არსებული ქიმიური იარაღის მარაგის მოცულობა და რომ დამასკი მთელ თავის ქიმიურ შეიარაღებას გაანადგურებს. მისი თქმით, ვაშინგტონი და მოსკოვი 2014 წლის შუისთვის გეგმავენ სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას ან სირიის ტერიტორიიდან მის გატანას. როგორც კერიმ და ლავროვმა თქვეს მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმება მოიცავს კალენდარს და პროცედურებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს სირია. ორი მხარე შეთანხმდა, რომ თუკი სირია უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მაშინ ისინი შეეცდებიან გაეროს უშიშროების საბჭოში მიიღონ რეზოლუცია, რომელიც სამხედრო ზომების გატარებას გახდის შესაძლებელს.
XS
SM
MD
LG