შაბათს ვარშავაში პროფკავშირების მრავალათასიანი დემონსტრაციით დასრულდა მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ოთხდღიანი საპროტესტო აქცია. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება ვარშავიდან, პოლონეთის დედაქალაქში ათიათასობით დემონსტრანტი ჩავიდა საპენსიო ასაკის შემცირების, სოციალური შემწეობების გაზრდის, ასევე პროფკავშირებთან მთავრობის დიალოგის მოთხოვნით. ეს დემონსტრაცია ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში.
ყველაზე პოპულარული
1