Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობას წყვეტს იაპონიის უკანასკნელი ატომური რეაქტორი


დღეს მუშაობას წყვეტს იაპონიის უკანასკნელი ატომური რეაქტორი. ელექტროსადგური სახელწოდებით „ოი“, რომლის ნაწილიც არის ის, კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს. როგორც კომპანია „კენსაი ელექტრიკ პაუერი“ იტყობინება, მეოთხე რეაქტორი უკანასკნელი იყო იაპონიის 50 რეაქტორიდან, რომლებიც 2011 წლის მარტში „ფუკუშიმის“ ელექტროსადგურზე ცუნამის შედეგად მომხდარი კატასტროფის შემდეგ დახურეს.
XS
SM
MD
LG