Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში ტროპიკულ გრიგალს 12 ადამიანი ემსხვერპლა


12 ადამიანი ემსხვერპლა მექსიკაში მძვინვარე ტროპიკულ გრიგალ „მანუელს“, რომელიც თავს დაატყდა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს. ყველაზე მეტი, ცხრა ადამიანი დაიღუპა გერეროს შტატში, სადაც გრიგალი დიდი საავტომობილო კატასტროფის მიზეზი გახდა. ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ქარიშხალს შტატ პუებლოში. მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ელიან ქალიშხალ „ინგრიდს“, რომლის სიჩქარეც საათში 120 კილომეტრს აღწევს.
XS
SM
MD
LG