Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შეშფოთებულია ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გაუარესებით


გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხში, ნავი პილაი შეშფოთებას გამოთქვამს ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გაუარესების გამო. პილაიმ ავღანეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები უკუსვლას მოელიან 2014 წლის მიწურულს ავღანეთიდან უცხოელი სამხედროების გასვლის შემდეგ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ავღანელი ქალების უფლებების შეზღუდვა. პილაის თქმით, მან ამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან საუბარში.
XS
SM
MD
LG