Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვიზაზე უარი უთხრეს შვედ რეჟისორს, რომელსაც „პუსი რაიოტზე“ ფილმის გადაღება სურს


რუსეთის ვიზაზე უარი უთხრეს შვედ რეჟისორ მილო რაუს, რომელსაც სურს ფილმის გადაღება ქალთა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრების გასამართლებაზე. ცნობების თანახმად, მილო რაუს ვიზაზე უარი უთხრა გერმანიის ქალაქ ბონში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ. მიზეზის შესახებ მისთვის განმარტება არ მიუციათ. რაუ აპირებდა დოკუმენტური ფილმის გადაღებას „პუსი რაიოტის“ წევრებზე, რომლებსაც შარშან პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის მაცხოვრის ეკლესიაში პუტინისადმი კრიტიკული სიმღერის შესრულებისათვის. მილო რაუმ რუსეთში ჯერ კიდევ შარშან მიიპყრო ყურადღება, როცა პოლიცია შევარდა თეატრში, სადაც ამ შვედი რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლს აჩვენებდნენ. მაშინ მილო რაუ სავიზო რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს, მაგრამ მისთვის არ წაუყენებიათ ოფიციალური ბრალდება.
XS
SM
MD
LG