Accessibility links

logo-print

გაეროს ექსპერტი: სირიაში ქიმიური იარაღის სრულად მოძიება და განადგურება რთული მისიაა


გაეროს კომისიის ხელმძღვანელი ოკე სელსტრემი, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხებს იძიებს, აცხადებს, რომ სირიაში არსებული ქიმიური იარაღის სრულად მოძიება და განადგურება რთული, მაგრამ შესასრულებელი მისიაა. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა სირიის ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართას. სელსტრემის თქმით, ექსპერტების მიერ მომზადებულმა ანგარიშმა, რომელშიც მითითებულია, რომ 21 აგვისტოს დამასკში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული, სირიის ხელისუფლება აიძულა, რომ გამოეთქვა ქიმიური არსენალის ჩაბარებისათვის მზადყოფნა. ამასთანავე, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გამოთქვამს ვარაუდს, რომ დამასკთან ქიმიური იარაღის გამოყენება „მასშტაბური პროვოკაცია“ იყო.
XS
SM
MD
LG