Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: ირანი არასოდეს შექმნის ბირთვულ იარაღს


ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის განცხადებით, მისი მთავრობა არასოდეს იმუშავებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად და მას აქვს სრული უფლებამოსილება, დასავლეთთან აწარმოოს მოლაპარაკება ირანის სადავო ბირთვულ პროგრამაზე. ამ საკითხზე როჰანიმ ისაუბრა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს გადაიცა. როჰანიმ აღნიშნა ასევე, რომ „პოზიტიური და კონსტრუქციული“ წერილი მიიღო შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასაგან, რომელიც მას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამერიკულ ტელეკომპანიასთან ეს ინტერვიუ წინ უსწრებს როჰანის მომავალი კვირის ვიზიტს ნიუ-იორკში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში.
XS
SM
MD
LG