Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ოთხი ადამიანი დაიღუპა მეჩეთებზე თავდასხმის შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა ორ მეჩეთზე მოწყობილი თავდასხმებისას. ორივე აფეთქება ხუთშაბათ საღამოს მოეწყო - ერთი ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ფეშავართან, მეორე კი სამხრეთში, საპორტო ქალაქ კარაჩიში. ფეშავარის შემთხვევაში, აფეთქება მიმართული იყო მუსლიმი სასულიერი პირების ჯგუფის წინააღმდეგ. ეს პირები სუნიტურ მეჩეთში იმყოფებოდნენ, როცა მოტიციკლიანმა შეიარაღებულმა პირებმა ხელყუმბარები ესროლეს და სამი მათგანი დახოცეს. დაიჭრა 15 ადამიანი. ხოლო კარაჩიში აფეთქება შიიტური მეჩეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. დაიღუპა ერთი და დაიჭრა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG