Accessibility links

logo-print

კენიაში გრძელდება ბრძოლა სავაჭრო ცენტრში შეჭრილ ექსტრემისტებთან


კენიის დედაქალაქ ნაირობიში გრძელდება უშიშროების ძალების დაპირისპირება ისლამისტ მეამბოხეებთან, რომლებიც შაბათს სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ. დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში რჩებიან 15-მდე შეიარაღებული მეამბოხე და უცნობი რაოდენობის სამოქალაქო პირები. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინციდენტის დაწყების შემდეგ დაღუპულია, სულ ცოტა, 59 ადამიანი. სავაჭრო ცენტრიდან 1000-ზე მეტი მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. კენიელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ისრაელის სპეცდანიშნულების შენაერთიც მონაწილეობს ნაირობის სავაჭრო ცენტრში ამჟამად მიმდინარე ოპერაციაში, ექსტრემისტებთან საბრძოლველად და მძევლების გამოსაყვანად. ისრაელის საგარეო უწყებამ უარი თქვა კომენტარზე. ნაირობის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ჯგუფმა „ალ-შაბააბმა“ იკისრა.
XS
SM
MD
LG