Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოლდავურ ღვინოზე ყველა შეზღუდვის გაუქმებაზე მსჯელობს


ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ ევროკომისია მოლდავეთის ღვინის იმპორტზე ყველანაირი აკრძალვის გაუქმებაზე მსჯელობს, იმ ზარალის საკომპენსაციოდ, რაც მოლდავური ღვინის ექსპორტმა განიცადა ზოგიერთ მის ტრადიციულ, მათ შორის რუსულ ბაზარზე შექმნილი სირთულეების შედეგად. ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიშინიოვი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ინიცირებას მოაწერს ხელს. როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი იუწყება, ევროკავშირის ნაბიჯი წარმოადგენს რეაქციას მოლდავურ ღვინოზე კრემლის მიერ გამოცხადებულ ემბარგოზე. გასულ კვირაში, როდესაც მოლდავეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვასილე ბუმაკოვს ხვდებოდა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა მოუწოდა მოლდაველ კოლეგას არ ეხმარა სიტყვა „ემბარგო“ და მოლდავური ღვინის აკრძალვას რუსეთის ბაზარზე, იოლად მოგვარებად ტექნიკური პრობლემა უწოდა. 25 სექტემბერს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საკითხების კომისარმა დაჩიან ჩოლოშმა ევროკავშირის ბაზარს „მოლდავეთის ღვინის პროდუქციისათვის სტაბილური ალტერნატივა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოლდავეთის ღვინოზე შეზღუდვების გაუქმების საკითხის დაყენება „არა მხოლოდ ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაციის, არამედ ერთიანობის მაჩვენებელიცაა.“
XS
SM
MD
LG