Accessibility links

logo-print

ავღანელი ჯარისკაცის ფორმიანმა პირმა ნატოს ჯარისკაცი მოკლა


ავღანელმა მამაკაცმა, რომელსაც სამხედრო უნიფორმა ეცვა, ნატოს ჯარისკაცი მოკლა. ინციდენტი დღეს მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში. ნატოს განცხადებით, სავარაუდო თავდამსხმელი მოკლეს და ინციდენტის ადგილი გაუვნებელყოფილია. სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. გასულ წელს ნატოს 60-ზე მეტი ჯარისკაცი და კონტრაქტორი იქნა მოკლული ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლების მიერ.
XS
SM
MD
LG