Accessibility links

logo-print

რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „გრინპისის“ აქტივისტებს


რუსეთის ქალაქ მურმანსკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გარემოს დამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ აქტივისტებს, მათ შორის „გრინპისის“ გემის კაპიტანს, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქეა. გასულ კვირაში რუსმა მესაზღვრეებმა სულ 30-მდე პირი დააკავეს „გრინპისის“ გემზე არქტიკაში, როცა გარემოს დამცველები პროტესტს გამოთქვამდნენ არქტიკაში კომპანია „გაზპრომის“ საქმიანობის გამო. გემის კაპიტანთან ერთად დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, სულ ცოტა, შვიდ აქტივისტს, მათ შორის რუს ფოტოგრაფს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, რომელიც მან სამშაბათს გააკეთა, ყველა დაკავებულს წაუყენებენ მეკობრეობის ბრალდებას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „გრინპისის" აქტივისტები უარყოფენ, რომ არქტიკაში „გაზპრომის“ საბურღი პლატფორმის დაპყრობას აპირებდნენ.
XS
SM
MD
LG