Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები შეთანხმდნენ სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტზე


გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი შეთანხმდა სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტზე. აშშ-ისა და რუსეთის განსხვავებულმა პოზიციებმა გააჭიანურა მოლაპარაკებები. სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, რეზოლუციის პროექტი არ შეიცავს სანქციების ან სამხედრო ჩარევის პირდაპირ მუქარას, სირიის მიერ ქიმიური იარაღის განადგურებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამგვარი ქმედებებისთვის დამოუკიდებელი რეზოლუციის მიღება იქნება საჭირო. სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა დღეს საღამოს არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG