Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა კონკორდიის სამიტის მონაწილეებს მიმართა


საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის
68-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებული კონკორდიის სამიტის მონაწილეებს მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული რეფორმების, მიღწეული წარმატებებისა და შეძენილი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას გააცნო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიანიჭა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ”ჩვენ შევქმენით იმდენად ძლიერი ინსტიტუტები, რომ როდესაც ახალი მთავრობა მათთვის ძირის გამოთხრის მკაფიო პროგრამით მოვიდა, მაინც ვერაფერი მოუხერხა” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG