Accessibility links

ირანის პრეზიდენტი ხედავს ცვლილებას აშშ-თან ურთიერთობაში


ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეფასებით, შეერთებულ შტატებთან მისი ქვეყნის ურთიერთობა ახლა "სრულიად განსხვავებულია", რამაც შესაძლოა გზა გაუკვალოს უკეთეს ურთიერთდამოკიდებულებას. პარასკევს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართულ პერსკონფერენციაზე, როჰანიმ მიზნად დაასახელა პრობლმების მოგვარება და ნდობის აღდგენა ორი ქვეყნის მთავრობებსა და ხალხებს შორის. როჰანის აზრით, ირანში ივნისში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელთა შედეგადაც გაიმარჯვა თავად როჰანიმ, შექმნა ახალი გარემო დასავლეთთან ირანის ურთიერთობისათვის.
XS
SM
MD
LG