Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა 18 ათასამდე ნასამართლობის მქონე და პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას ყველა პირობითი მსჯავრდებულის და ნასამართლობის მქონე პირის შეწყალების თაობაზე. "თქვენთვის ცნობილია, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საქართველოში ამ განცხადებას დღემდე გამოეხმაურა 18 ათასამდე ადამიანი, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით შეწყალების თაობაზე", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. მისივე თქმით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე იგზავნება შესაბამის სტრუქტურებში, რომლებიც ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ აღასრულონ აღნიშნული აქტი. ამასთან პრეზიდენტის აქტი აწესებს შეზღუდვებს სიცოცხლის, სქესობრივი თავისუფლების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და სხვა ცალკეულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მიმართ.
XS
SM
MD
LG