Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია


მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია. „მსოფლიოს უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის“ უახლეს ვერსიაში პირველი 13 ადგილი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დაწესებულებებს უკავია. სიის პირველ 200 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში 77 ამერიკულია, 31 კი ბრიტანული. უკვე მეორე წელია პირველ ადგილზე კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტია, მეორე ადგილზე - ოქსფორდის უნივერსიტეტი. ევროპის ბევრი ინსტიტუტის რეიტინგი დაეცა, რის მიზეზადაც ეკონომიკის რეცესიის გამო ინვესტიციების შემცირება სახელდება. სარეიტინგო სიაში რუსეთის მხოლოდ ერთი - მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა, თუმცა - პირველ 225 უნივერსიტეტს მიღმა.
XS
SM
MD
LG