Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ემზადება „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომებისათვის


ევროკავშირი ემზადება სამართლებრივი ზომებისათვის რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომის“ წინააღმდეგ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დომინანტური როლით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. საქმე ეხება ანტიმონოპოლისტური რეგულაციების შესაძლო დარღვევას. ამის შესახებ ხუთშაბათს ვილნიუსში განაცხადა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში, ხოაკინ ალმუნია ამანმა. მან დააზუსტა, რომ ევროპის საბჭო ამზადებს „გაზპრომის“ მიმართ პრეტენზიების სიას. ევროკომისარი აცხადებს ასევე, რომ ანტიმონოპოლისტური რეგულაციების შესაძლო დარღვევას იძიებენ ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ტერიტორიებზე „გაზპრომის“ ქმედებებთან დაკავშირებით. განცხადებით, რომელიც ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გააკეთა, გამოძიების დასრულებას 2014 წლის ბოლომდე მოელიან. ბრიუსელმა 2012 წელს დაიწყო ეს გამოძიება. თუ დადასტურდა კომპანიის მიერ კონკურენციის წესების დარღვევა, მას შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა წლიური შემოსავლის 10%-მდე ოდენობით.
XS
SM
MD
LG