Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთს აჯარიმებს ჩეჩნეთში სოფლის დაბომბვისთვის


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთის მთავრობისაგან მოითხოვს 1,6 მილიონი დოლარის გადახდას 13 ჩეჩნისთვის, რომელთა ნათესავებიც დაიღუპნენ 2000 წელს ჩეჩნეთის სოფელ ასლანბეკ-შერიპოვის დაბომბვისას. ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, ამ სოფლის მოსახლეობას რუსი სამხედროები დაჰპირდნენ, რომ სოფელი არ დაიბომბებოდა, თუ იქ არ იქნებოდნენ შეიარაღებული მეამბოხეები. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია. ინციდენტი მოხდა ჩეჩნეთის მეორე, 1999 წელს დაწყებული ომის დროს.
XS
SM
MD
LG