Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინას თხოვენ ტიმოშენკოს შეწყალებას


ევროკავშირის ორმა წარმომადგენელმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს თხოვა, შეიწყალოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო. ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ თხოვნით ევროპის პარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტ კოქსმა და პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ მიმართეს იანუკოვიჩს, პარასკევს გამართულ შეხვედრაზე. კოქსმა და კვაშნევსკიმ პარასკევსვე მოინახულეს ტიმოშენკო ქალაქ ხარკოვის ციხეში. ვლასენკოს თქმით, ტიმოშენკო დათანხმდა წინადადებას გერმანიაში მკურნალობის შესახებ. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა რუსეთიდან გაზის იმპორტზე 2009 წელს გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე. ტიმოშენკო ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ევროკავშირი ცდილობს, კიევი დაითანხმოს ტიმოშენკოს გათავისუფლებაზე ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების წინ.
XS
SM
MD
LG