ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში შეტაკებები მოხდა დამხობილი პრეზიდენტის, მოჰამად მურსის მომხრეებსა და უშიშროების ძალებს შორის. კაიროში მურსის ასობით მომხრე ჩაერთო სვლაში ტაჰრირის მოედნისაკენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების მიერ ცრემლმდენი გაზის გამოყენება და ჰაერში სროლის დაწყება, დემონსტრანტების სვლის შესაჩერებლად. პოლიციამ ტანკებით და მავთულხლართებით ჩაკეტა მოედანი. კაიროში კიდევ ორი აქცია ჩატარდა, მათ შორის რაბაა ელ-ადავიაის მეჩეთთან, სადაც აგვისტოში ძალა იქნა გამოყენებული მურსის მომხრეთა საპროტესტო ბანაკის დასაშლელად. პარასკევს შეტაკებების შესახებ ცნობები გავრცელდა ქალაქებიდან ალექსანდრიიდან და სუეციდანაც.
ყველაზე პოპულარული
1