Accessibility links

logo-print

ოლიმპიური ცეცხლი წითელ მოედანზე მიიტანეს


კვირას მოსკოვში წითელ მოედანზე მიიტანეს 22-ე ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლი, რომელიც მთავრ არენაზე სოჭში 2014 წლის თებერვალს აინთება. იმავე დღეს პრეზიდენტმა პუტინმა სტარტი მისცა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას, რაც მთელ რუსეთს მოიცავს. პუტინმა ოლიმპიური ცეცხლით პირადად დაანთო წითელ მოედანზე აგებული ჩირაღდანი. ესტაფეტის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლი უკვე ჩაატარეს მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე. მთლიანობაში კი ოლიმპიური ცეცხლი, ვიდრე მას 7 თებერვალს სოჭში ჩაიტანენ, რუსეთის ფედერაციის 89 სუბიექტს ეწვევა, გავა ორბიტაზე და სპეციალური მოწყობილობით ბაიკალის ტბის ფსკერზეც იმოგზაურებს.
XS
SM
MD
LG