Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა კოლაბორაციონისტულ პოლიტიკაში დაადანაშაულა ნაციონალურმა მოძრაობამ


საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლო ქმედებებსა და კოლაბორაციონისტულ პოლიტიკაში დაადანაშაულა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. თბილისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის მონაწილე მფრინავის შერჩევას მძიმე პოლიტიკური პროვოკაცია და ცინიკური ჟესტი უწოდა. ”ეს პოლიტიკური თავდასხმა ზოგადი ტენდენციის ნაწილია და რუსეთი არ გაუშვებს შანს, რომ ოლიმპიადის მსვლელობისას პოპულარიზაცია არ გაუწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობას” - განაცხადა წიკლაურმა. ნაციონალური მოძრაობა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, განიხილოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიზანშეწონილების საკითხი, რადგან პარტიის შეფასებით, ეს გამოყენებული იქნება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG