Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრინპისის“ ლიდერს პუტინთან შეხვედრა სურს აქტივისტების დაკავების გამო


გარემოს დამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინპისის“ ხელმძღვანელმა კუმი ნაიდუმ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა შეხვედრის თხოვნით მას შემდეგ, რაც რუსეთში „გრინპისის“ 30 აქტივისტი დააპატიმრეს. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, "გრინპისის" ლიდერი ამბობს, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ჩავიდეს მოსკოვში აქტივისტების გამოშვების ხელშესაწყობად. აქტივისტები, რომლებიც 19 სექტემბერს შეიპყრეს არქტიკაში „გაზპრომის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ჩატარებისას, ქალაქ მურმანსკში ჰყავთ დაკავებული. გასულ კვირაში მათ მეკობრეობის ბრალდება წაუყენეს, რასაც შესაძლოა, მათთვის 15 წლამდე პატიმრობის მისჯა მოჰყვეს. უფლებადამცველები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG