Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი პიარაქციად აფასებს პრეზიდენტის ინიციატივას


საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ პიარაქციად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მან მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის საჯარო განცხადებას უპასუხა საჯარო წერილით, რომელშიც სთხოვა პრეზიდენტს გადასცეს, რომ უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობა მოუწევს ”მორიგ პიარ-მასკარადში,” რომელიც გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების - საქართველოს პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს შემდგომ დისკრედიტაციას და სერიოზული სახელმწიფოებრივი საკითხების - მცოცავი ოკუპაციისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისადმი არასერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებას. ”ამის სურვილი არ მაქვს, ვერ გეახლებით და თავადაც გირჩევთ, დაფიქრდეთ..." - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG